ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი კიდევ 103 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე რეგიონში კოვიდი დაამარცხა 36 594 მოქალაქემ.
კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 8 პაციენტი.კოვიდმიმღებ კლინიკაში კი სულ მკურნალობს 350 პირი. კოვიდ სასტუმროში 163 ადამიანი, ხოლო ონლაინ კლინიკაში 436.