აჭარაში დახურულია 10 სკოლა და ორი ბაღი, 15 კლასი კი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა 

14 აპრილი 2021, 12:38 3971 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს, მაგრამ არა ''ნახტომისებურად''.

ნონა ეფაძის თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 80% სიმპტომიან მოქალაქეებში გამოვლინდა, რომლებმაც სხვადასხვა ჩივილებით კლინიკებს მიმართეს. ინფიცირებულებს შორის არიან უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. რამდენიმე მოქალაქეს კი კოვიდი გეგმიური კვლევების დროს დაუდგინდა. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის განმარტებით, ინფიცირების შემთხვევები ძირითადად სამ მუნიციპალიტეტში, ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთშია. 

ნონა ეფაძის ინფორმაციით, აჭარაში სულ დახურულია ათი სკოლა, 15 კლასი კი სწავლების დისტანციურ მეთოდზეა გადასული. რაც შეეხება ბაღებს, რეგიონში ორი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დროებით დახურულია. 

ბათუმის მე-18 სკოლაში რამდენიმე მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან.

დღეს აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი