ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწყობა იწყება.
უწყებაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან მელიქიშვილის მიმართულებით, 15 აპრილიდან 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება.
შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება გურამიშვილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩა ეტაპობრივად გადაიკეტება.
ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონამდე ლარი გამოიყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.