საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი

13 აპრილი 2021, 10:52 1086 ნახვა

ბოლო 24 სათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1374 შემთხვევა გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა კიდევ 422 პაციენტი, გარდაიცვალა 11.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 524 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 078, „პისიარ“ ტესტით – 9 446.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,66% ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო შვიდი დღის – 2,58%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა – 116, იმერეთი – 97, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 80, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 290 129 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 278 251 გამოჯანმრთელდა, 3 894 კი, გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი