ისრაელში დასაქმების მსურველი რამდენი მოქალაქე დარეგისტრირდა პორტალზე ზუსტად უცნობია, საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი დღეს დაიწყო.
საქართველო-ისრაელის შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე.
დასაქმების ხანგრძლივობა 1 წელია, რომლის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ ისრაელი აუცილებლად უნდა დატოვოს.