დარღვეული კოვიდ-ნორმები და გართულებული ეპიდვითარება

11 აპრილი 2021, 18:43 1050 ნახვა

ფართომასშტაბიანი აკრძალული ღონისძიება თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ დაწესებულებაში გაიმართა. შრომის ინსპექციამ დანაშაულებრივ სქემას მიაკვლია. ბექა ფერაძის განმარტებით რეგულაციების უხეში დარღვევით ასობით ადამიანი იყო შეკრებილი.

უწყებამ  დარღვევის სულ  322 ფაქტი გამოავლინა. სწორედ ხალხმრავალ შეკრებებს უკავშირებენ ეპიდემიოლოგები გაზრდილ კლასტერებს. სპეციალისტების ნაწილი პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მესამე ტალღა დაიწყო და გავრცელების საფრთხე მოქალაქეების თვითშეგნებაზეა დამოკიდებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი