საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს უახლოეს პერიოდში დააბრუნებს. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ელჩის გამოცვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას როგორც იცით თითქმის ერთი წლის წინ თეიმურაზ შარაშენიძე კიევიდან გამოიწვიეს.
ეს გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდებოდა. როგორ აფასებენ საკითხს ოპოზიციაში?