ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 52 წლის ქალი, სავარაუდოდ, საკუთარმა დისშვილმა დაჭრა, თვითმხილველების თქმით, მათ ერთმანეთთან დავა ქონების გაყოფის გამო ჰქონდათ.ქალს შემავალი ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
მედიკოსების ცნობით, ქალის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ფაქტზე პოლიცია 23 წლის მამაკაცს ეძებს, ის წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევია.საქმეზე გამოძიება 19-108 მუხლითაა დაწყებული, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.