საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა ძალაში რჩება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოქმედი შეზღუდვები შევამსუბუქოთ.
"ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც ბევრი ევროპული ქვეყანა იყენებს და იქ ბევრად უფრო მკაცრი რეგულაციებია დაწესებული, რადგან ეს უკიდურესად საჭიროა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის მოქალაქეების წუხილი და დისკომფორტი, რომელიც მოჰყვება ამ შეზღუდვას, მაგრამ ეს ქმედითი მექანიზმია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.