პარლამენტის კიდევ ერთ დეპუტატს, ნოდარ ტურძელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

09 აპრილი 2021, 16:02 657 ნახვა

''ქართული ოცნების'' დეპუტატს, ვაკის მაჟორიტარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნოდარ ტურძელაძე თავად ავრცელებს.

''მეგობრებო, მიუხედავად ერთწლიანი სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისა, გუშინ ჩემთვის გაკეთებული PCR ტესტის პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას. უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევით მიჰყვეთ რეკომენდაციებს, ატაროთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია'' - წერს დეპუტატი.

მიმდინარე კვირას კორონავირუსი პარლამენტის კიდევ რამდენიმე დეპუტატს დაუდასტურდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი