მოხსნების დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანო დატოვა ისე, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. ეს იყო პრეზიდენტის რიგით მესამე ყოველწლიური ანგარიში განსხვავებული ფორმატით. წელს პირველად საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებისთვის მისული პრეზიდენტისთვის დეპუტატებს არ დაუსვამთ შეკითხვები და არც დებატები ყოფილა.სალომე ზურაბიშვილის მოხსენებით გამოსვლა დეპუტატებმა სხდომის დასრულების შემდეგ შეაფასეს.