შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, საპატრიარქოს ტერიტორიაზე, მამაკაცის შეჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ მოხდა. შენობაში შესვლას 50 წლამდე ასაკის კაცი ცდილობდა, რომელიც არსებული ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მას თან ჰქონდა ცივი იარაღი.
ჯერ-ჯერობით უცნობია გაათავისუფლეს თუ არა დაკავებული. მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ელოდება.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი კი ამბობს, რომ მამაკაცი დღეს დაუკავშირდა და ბოდიში მოიხადა, თქვა რომ მომხდარის შესახებ დეტალურად არ ახსოვს.