ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში გამართული საპროტესო აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეებიმა წესრიგის დამცველებს ქვები და პიროტექნიკა დაუშინეს. ქალაქში მასობრივი პროტესტი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შედეგად ჩრდილოეთ ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს დანარჩენ ტერიტორიას შორის წარმოქმნილი ახალი სავაჭრო ბარიერების გამო დაიწყო. მომიტინგეები აპროტესტებენ პოლიციის გადაწყვეტილებას, რომელმაც ირლანდიის ნაციონალისტური პარტიის, „შინ ფეინის“ ლიდერებს დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრების გამო პასუხისმგებლობა არ დააკისრეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები დაარღვიეს. საპროტესტო აქციის დროს მომხდარი ძალადობა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დაგმო. „უთანხმოების მოგვარების გზა არის დიალოგი და არა ძალადობა ან დანაშაულებრივი ქმედებები,”- განაცხადა ბორის ჯონსონმა.