აფგან მუხთარლის პრესკონფერენცია

08 აპრილი 2021, 13:16 801 ნახვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. მანამდე კი ჟურნალისტმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გამოძიებას  დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას  იმათ შესახებ, ვინც 2017 წელს  მისი საქართველოდან გატაცება დაგეგმა და განახორციელა. მუხთარილიმ დღეს განაცხადა, რომ  შეუძლია გამტაცებლების ამოცნობა და იმ მარშრუტის დასახელება, რომელიც გატაცების შემდეგ გაატარეს. მუხთარლი  ამბობს, რომ მზადაა თანამშრომლობისთვის, თუმცა ქართული პროკურატურის განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს. 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში