თვე-ნახევრის შემდეგ დატოვებს თუ არა ნიკა მელია საპატიმროს, სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა. მოსამართლე ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების- პატიმრობის შეცვლაზე ამ წუთებში მსჯელობს, პარალელურად კი გარეთ აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ნიკა მელიას გათავისუფლებას ითხოვენ და კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ის პოლიტპატიმარია. ბრალდების მხარის პოზიციაა, რომ მათი თვითმიზანი არ არის ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა. დაკავებულების ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლეს, რომ მელია დაესწროს დღევანდელ პროცესს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და რა მოლოდინი აქვთ ადვოკატებს ნატალი ჯახუტაშვილი გვეტყვის