აჭარაში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

08 აპრილი 2021, 11:06 862 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 18 პაციენტი. ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 14 პირმა.

ამ ეტაპზე კრიტიკულია 1 პაციენტის მდგომარეობა.

რეგიონის მასშტაბით კლინიკებში მკურნალობს 244 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -103, ონლაინ კლინიკიდან კი იმართება 279 პაციენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი