ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ვაქცინაციისთვის მზადება იწყება

07 აპრილი 2021, 16:00 823 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ვაქცინაციისთვის მზადება იწყება. ამის შესახებ  ეკატერინე ტიკარაძემ​ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შედგება იმ პირთა სია, რომლებიც აღნიშნულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ისინი კი პორტალზე დარეგისტრირებას მოახერხებენ.

''ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, პარტნიორებთან, ვინც ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, შემდეგ კვირას დამატებით იმუშავებს და შევადგენთ სიებს არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გაგვაჩნია და განთავსდება დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე, რითაც პროგრამა შეძლებს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, ვისაც აქვს მაღალი რისკი და ყველა შეძლებს დარეგისტრირებას"-  აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი