საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები რამდენიმე წუთის წინ, 13:02 საათზე დაფიქსირდა.
როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონთან 2 კილომეტრში, სოფელ ონჭევში დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.