უკრაინული მედია - კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

07 აპრილი 2021, 12:45 785 ნახვა

რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს- იუწყება უკრაინული მედია. „მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. გარდა ამისა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში ერთი ჯარისკაცი დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქების შედეგად დაიღუპა,“- აღნიშნულია შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი