აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

07 აპრილი 2021, 10:56 845 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 304 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 36, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3 პირი.

291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 180 - თბილისში, 106 - აჭარაში. 3 957 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 169 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 96, ხოლო აჭარაში - 9.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 468 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 788 პირი, აჭარაში - 1 552. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი