ევროკავშირში ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირს ადასტურებენ

06 აპრილი 2021, 17:40 796 ნახვა

ევროპის წამლის სააგენტო აღიარებს, რომ ასტრაზენეკას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინასა და  თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირი ნამდვილად არის.  ამის შესახებ ვაქცინაციის სტრატეგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  მარკო  კავალერიმ განაცხადა.  ახლა სულ უფრო რთულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არ არსებობის შესახებ საუბარი ატსტრაზენეკის ვაქცინაციასა და თრომბოზის ძალიან იშვიათ  შემთხვევას შორის. ცხადია, რომ ასეთი კავშირი არის- ამბობს კავალერი და აღნიშნავს, რომ  ასეთი რეაქციის მიზეზი უცნობია.

კვლევები ჯერ შორსაა დასრულებისგან. ვარაუდობენ, რომ ევროპის წამლის სააგენტომ  შესაძლოა  განსაზღვრულ ასაკობრივ კატეგორიას არ ურჩიოს ასტრაზენეკის ვაქცინის გამოყენება.

ბრიტანულ-შვედური კომპანიის ასტრაზენეკისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივმა კოვიდსაწინაღმდეგო ვაქცინამ ევროკომისიის ავტორიზაცია იანვრის ბოლოს მიიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში