ისრაელში ახალი მთავრობის ფორმირება ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალეს

06 აპრილი 2021, 17:35 846 ნახვა

ისრაელის პრეზიდენტმა, ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა. მისი თქმით, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესის მიუხედავად, ქვეყნის კანონის შესაბამისად, ბრალდებულ პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილების გაგრძელება შეუძლია. „ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება“, – განაცხადა რივლინმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიციის ფორმირებისთვის 28 დღე აქვს. ისრაელში ბოლო ორ წელიწადში საპარლამენტო არჩევნები მეოთხედ ჩატარდა, თუმცა უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი