ფაშინიანი თურქეთს აგრესიული პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს

06 აპრილი 2021, 15:44 813 ნახვა

რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა  და ეკონომიკური აღმავლობისთვის, თურქეთმა სომხეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკა უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა   „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.  ფაშინიანმა გაიხსენა ის ფაქტი, რომ თურქეთმა სომხეთ-თურქეთის საზღვარი 1993 წელს ცალმხრივად დაკეტა და აღნიშნა, რომ სომხეთი ყოველთვის მხარს უჭერდა თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, რაზეც თურქეთი უარს ამბობდა .„ანკარის ასეთმა მტრულმა პოლიტიკამ ახალი მასშტაბები შეიძინა არცახის მიმართ აზერბაიჯანის 44-დღიანი აგრესიის დროს. თურქეთმა აზერბაიჯანს პირდაპირი სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა და ასევე უცხოელი შეიარაღებული ტერორისტები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გადაისროლა-განაცხადა ფაშინიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი