ბაღების და სკოლების დახურვა რთული გადაწყვეტილებაა, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელდება - გაბუნია

06 აპრილი 2021, 13:51 4241 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბაღების და სკოლების დახურვა ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, თუმცა რისკი ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში მაღალია.

"ბაღების და სკოლების რისკი მაღალია ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში. თუმცა ბაღების და სკოლების დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან რთულია, ამდენად ამის უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნება, სასწავლო პროცესი გაგრძელება, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი