ამერიკული მედიის ინფორმაციით, კაპიტოლიუმთან მყოფ პოლიციელებს ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. ინციდენტის მიზეზი კი, ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარის გამო, ჩაიკეტა კონგრესის შენობაში შესასვლელი და მოძრაობა შეიზღუდა მიმდებარე ქუჩებზეც.
შემთხვევის ადგილას, ეროვნული გვარდია და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.