მომდევნო კვირიდან „ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს იწყებენ. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ისინი რეგიონში შეხვედრებს 2 თვის განმავლობაში გამართავენ.
"შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში. ამას შეიძლება დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც, მაგრამ პრიორიტეტული იქნება სხვა საკითხებიც. მომდევნო 2 თვის განმავლობაში თითქმის ყველა რეგიონში გავმართავთ შეხვედრებს“, - განაცხადა მდინარაძემ.