ფართო ლოკდაუნი ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ იგეგმება, ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ფართო ლოკდაუნი არ იგეგმება.
მისივე თქმით, ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე რთულად გადაიტანს.
გაბუნიას განმარტებით, მნიშვნელოვანია, მცირე ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, რაც კეთდება.
„ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სურათი, შემთხვევების მატება აღინიშნება. კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. დღეს ჩვენთვის მთავარი არის ეპიდემიის გავრცელების ადგილზე ლოკალიზაცია. ამისი მექანიზმი არის ინტენსიური ტესტირება, ასევე ნიღბებისა და ყველა იმ წესების გამოყენება, რაც ვიცით, რომ უნდა დავიცვათ. ჩვენ ვცდილობთ ლოკალიზაცია მოხდეს ამ გზებით, შემდეგ როგორც განვითარდება, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.