ტაივანში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. წინასწარი ცნობით, სამგზავრო მატარებელი, რომლითაც 350-მდე ადამიანი მგზავრობდა, გვირაბში ლიანდაგებიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. ტაივანში ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფაა. ავარია ტაივანის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰუალიენთან მოხდა.