დღეს 18:00 საათზე გაიხსნება რეგისტრაცია 55 წელს ზემოთ პირებისთვის, ისინი ჩაეწერებიან რიგში და აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ დროისთვის 8 909 ვაქცინაა ჩატარებული, აქედან 6 893 "ასტრა ზენეკათი" ვაქცინირებული პირია, 216 პირი კი "ფაიზერით".