ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 241 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 37, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 4 პირი.
232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 155 - თბილისში, 72 - აჭარაში. 3 047 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 231 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 10.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 710 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 813 პირი, აჭარაში - 1 122.