ოპოზიციასთან მოლაპარაკების მცდელობა წყდება

01 აპრილი 2021, 20:10 869 ნახვა

„კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა“ - ამბობს პრემიერ-მინისტრი და განმარტავს, რომ უშინაარსო მოლაპარაკებებზე დასაკარგი დრო არ არის.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას მნიშვნელოვანი პროექტები აქვს დაწყებული და მათ განხორციელებაზე იქნებიან ორიენტირებული.

მთავრობის მეთაური მოლაპარაკებების ჩაშლაში ოპოზიციის ბრალეულობას ხედავს, ოპოზიცია კი ქართული ოცნების. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ დიალოგის რესურსს საერთაშორისო პარტნიორები დაინახავენ, ხელისუფლებას მოლაპარაკების პროცესში ჩართვა მოუწევს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში