ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული - ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ხათუნა ზახაშვილის თქმით, დღეისთვის კვლევაშია და რეგისტრირებულია 140-მდე საეჭვო შემთხვევა.
მისივე განმარტებით, რეინფექციად განისაზღვრება ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანის ჭეშმარიტი ინფიცირება ხდება 2-ჯერ თანმიმდევრულად, როდესაც პირველი შემთხვევისგან ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა და ის ხელახლა დაავადდა ამავე ვირუსით.