პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერები პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ - აქციაზე დაპირისპირება მოხდა

01 აპრილი 2021, 15:42 1100 ნახვა

„აღდგეს საეკლესიო სამართალი”, „დავუბრუნოთ ქრისტე და მისი სამართალი დედა ეკლესიას”- ამ ბანერებით მეუფე პეტრე და მისმა მხარდამჭერები საპატრიარქოსთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ.

საპატრიარქოსთან იმყოფება მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძის ძმაც.

"მან თქვა, რომ მეუფე პეტრე არის ,,უძღები შვილი'' და მოვედი მასთან. თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ მე ვარ ,,უძღები შვილი'' მზად ვარ, მოვიხადო ბოდიში და ვითხოვო შენდობა, მაგრამ მე თუ დავუდასტურებ მას, რომ თავადაა ,,უძღები შვილი'' ღვთის წინაშე, რომელიც განუდგა ღმერთს, რომელიც ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

საპატრიარქოს უკანა შესასვლელთან, სადაც მეუფე პეტრემ და მხარდამჭერებმა გადაინაცვლეს დაპირისპირება მოხდა. 

ერთ-ერთმა მოქალაქემ მეუფე პეტრესთან გამოლაპარაკება და მიახლოება სცადა.

მისი განცხადებით, პატრიარქის შეურაცხყოფისთვის მეუფე პეტრე ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს, რასაც

 შეკრებილების მხრიდან საპასუხო რეაგირება მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები, აღნიშნულ მოქალაქეს საპატრიარქოს ტერიტორია სწორედ მათ დატოვებინეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი