სტამბოლში ჩეჩენ და ქართველ მოქალაქეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
დაშავებულია ასევე 2 მოქალაქე, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომაროება მძიმეა.
თურქული მედიის ცნობით, ინციდენტი ბაშაქშეჰირში მოხდა. დაპირისპირება მაღაზიასთან დაიწყო და ჩხუბში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.