სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე - Adjara Group

01 აპრილი 2021, 10:29 1055 ნახვა

''ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას და წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო ''- წერია განცახდებაში, რომელსაც Rooms-ის მფლობელი აჭარა ჯგუფი ავრცელებს.

''ჩვენი საქმიანობის გათვალისწინებით, სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას. სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე და არანაირ პრივილეგიას, მით უმეტეს კანონსაწინააღმდეგოს, არ ანიჭებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვან და უპირობო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვგმობთ ქვეყნის ოკუპაციას'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. პროტესტის გამო, რუსმა ჟურნალისტმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა. 

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო ''ვინოტელში'' იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ''რუმსში'' გადავიდა, აქტივისტებმა შენობას ქვერცხები დაუშინეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი