გასულ წელს რუსმა ჰაკერებმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების ათასობით ელექტრონული წერილი მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკო აშშ-ის კონგრესში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჰაკერებმა წვდომა მიიღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიისა და აღმოსავლეთ აზიის ბიუროების მიმოწერაზე. თუმცა ჰაკერებს სახელმწიფო დეპარტამენტის გასაიდუმლოებულ ქსელზე წვდომა არ მიუღიათ. სახელმწიფო დეპარტამენტში კიბერშეტევის მასშტაბისა და სხვა დეტალების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.