კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი კარგი საფუძველია მომავალი პროგრესისთვის - პრეზიდენტი

31 მარტი 2021, 03:12 1187 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის, ოპოზიციის და მმართველი პარტიის მიერ გამართულ მოლაპარაკებებს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

„ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებმა ჯერ მოსალოდნელი შედეგს ვერ გამოიღო. კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კრისტიან დანიელსონის მედიატორობით „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის გამართული მეორე შეხვედრაც შეთანხმების გარეშე დასრულდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი