ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივმართო, ვიცი, რამდენად ელოდებოდით, თუ რა მოხდებოდა და სრულიად ვიზიარებ თქვენს ლუსტრაციას, მაგრამ ასევე მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც პროცესის მსვლელობაში იყო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო წინადადებები შემოიტანეს და ასევე, მედიას ჰქონდა ძალიან მაღალი დონე ამ ყველაფრის გაშუქების პროცესში, ეს პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულს ხდიდა. როდესაც ბრიუსელში დავბრუნდები, ჩემს დარწმუნებას ჩავიტან, რომ ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი კვლავ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ყველა ნაბიჯზე ამ გზაზე“, - განაცხადა დანიელსონმა.