ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, სამწუხაროდ მაგიდასთან არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები არ არიან იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები. ევროკავშირის მეთოდია მედიაცია და საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს.
"ევროპულ მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოდის" - განაცხადა დანიელსონმა.