კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მედიკოსებს და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებსაც შეეძლებათ. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და შესაძლოა სავალალო შედეგამდე მივიდეთ-განაცხადა. მისი თქმით, გამოვლენილი მაჩვენებელი საყურადღებოა, და უნდა გამკაცრდეს ზედამხედველობა და აღსრულებაზე კონტროლი. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ არ უნდა განმეორდეს იგივე, რაც იყო ნოემბერ- დეკემბერში. იგი მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან დისტანცია, დიდ თავშეყრებისგან თავი შეიკავონ და ყველა აიცრას.