სალომბარდო სესხებში აჭარა რეგიონების ლიდერია

29 მარტი 2021, 20:05 519 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ ლომბარდებში 2020 წლის განმავლობაში მსესხებელთა რაოდენობა 307 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა ფიზიკური პირია.

2020 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 193 მოქმედი ორგანიზაცია დაფიქსირდა. მათგან 46.1 პროცენტი თბილისში მდებარეობს, 12.4 პროცენტი - აჭარაში. ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ 2020 წლის ბოლოსთვის 14.3 მლნ. ლარი შეადგინა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი