ჩინეთში უჰანში ჩასულმა ჯანმო-ს ექსპერტებმა კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადება გააკეთეს და ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ვერსია თითქმის გამორიცხეს. მათი თქმით, ჰიპოთეზა კოვიდ-19-ის ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ " ნაკლებსავარაუდოა" და სხვა მიმართულებით კვლევების გაგრძელების აუცილებლობაზე განაცხადეს. ჯანმო-სა და ჩინეთის ერთობლივი კვლევების შედეგად ვარაუდობენ, რომ ვირუსი ღამურებიდან ადამიანზე რომელიმე ცხოველის გავლით გადავიდა. მოვლენათა განვითარების ეს სცენარი ყველაზე სარწმუნოა და გამოძიება ამ მიმართულებით უნდა წარმართონ.