მმართველ გუნდში ამ დრომდე არ ასახელებენ იმ საკონსტიტუციო ნორმებს, რომლებსაც კომისია გადახედავს. ''ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით, ერთპარტიულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და ამ მიზნით, კომისიის მუშაობაში ექსპერტები და პარლამენტს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური სუბიექტები ჩაერთვებიან. გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლოა პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის მუშაობას შეეხოს. არაოფიციალური ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო შესაძლოა ორპალატიანი გახდეს.