რამდენიმე დღეა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტიქია მძვინვარებს. რაჭა-ლეჩხუმი,სამეგრელო ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, დედაქალაქის შემოგარენი და აჭარა. ჩამოშლილი მიწის მასა, ლოდები და გზის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა.
რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია შუახევის სოფელ ცხემლისში, ჩაკეტილია მოძრაობა ქედაში, სოფელ სიხალიძეებშიც.
ურავლის გზაზე კი, რომელიც ახალციხესთან 7 სოფელს აკავშირებს, კლდე ჩამოიშალა. რთულია ვითარება ცაგერის სოფელ ღუშში.