ისინი ამას აკეთებენ საზოგადოებისთვის და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის - მინისტრი ''ცნობილი ადამიანების'' ვაქცინაციაზე 

26 მარტი 2021, 14:49 808 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ''ცნობილი ადამიანების'' ვაქცინაციის პროცესში, კრიტერიუმების გარეშე ჩართვა, სტრატეგიული კომუნიკაციების ერთ-ერთი ნაწილია.

''ეს თვალსაჩინოდ აჩვენებს ჩვენს მოქალაქეებს, თუ რამდენად სანდო არის ვაქცინა. რა თქმა უნდა ინფორმაცია მიეწოდება ყველა იმ ცნობილ პირს, რომელიც ვაქცინაციაში საკუთარი ნებით ერთვება. ვინაიდან თქვენ იცით, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ისინი ამას აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისთვის და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. არანაირი გამორჩევა იმ ნიშნით, რომ ისინი არიან ცნობილები და სახელმწიფო მათზე განსაკუთრებულად ზრუნავს, ეს კომპონენტი არ არის ჩადებული'' - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

​კითხვას როგორ აარჩევენ 100 ცნობილ ადამიანს, მინისტრმა აღარ უპასუხა. 

რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანებისათვის ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოს, თუმცა ამას საზოგადოების ჩართულობა სჭირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი