ეს არის გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისი-განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
ეკატერინე ტიკარაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აუცილებელია რეგულაციების დაცვა და ერთობლივი ღონისძიებების გატარება.
"ახლა ვიმყოფებით უკვე იმ ფაზაში, როცა შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის გარკვეულწილად დასაწყისი მესამე ტალღის. მნიშვნელოვანია გატარდეს ერთობლივი ღონისძიებები ვაქცინაციის პროცესის თანმიმდევრული გამართვა და ჩვენი მოქალაქეების მოტივირება, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია, მაგრამ პარალელურ რეჟიმში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ერთი წელია უკვე ვიმყოფებით გარკვეული შეზღუდვების პროცესში და აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა როგორც ბიზნესის, ისე მოსახლეობის მხრიდან"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.