არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია, რომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების პირდაპირ მიზეზად შესაძლოა ვაქცინა არ დასახელდეს - ეკატერინე ტიკარაძე

26 მარტი 2021, 11:29 1635 ნახვა

არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია, რომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების პირდაპირ მიზეზად შესაძლოა ვაქცინა არ დასახელდეს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორშაბათს გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც რეგულირების სააგენტოს და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები იქნება წარმოდგენილი.

"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია და ის ღრმა კვლევა, რომელიც დღეს მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზასთან ერთად ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა და მათი ნდობა "ასტრაზენეკას" მიმართ გაიზრდება მნიშვნელოვნად და ვაქცინაციის პროცესი აღდგება ჩვეულ რიტმში.

არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ პირდაპირი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ვაქცინაცა არ დასახელდეს. ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. ორშაბათს გაიმართება ერთობლივი კომისია სამინისტროში, რომელზეც წარმოდგენილი იქნება როგორც სამხარაულის ექსპერტიზის, ასევე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნები.

სამხარაულის დასკვნა არის სწორედ მნიშვნელოვანი ამ კუთხით, რომ მე მქონდეს ზუსტი პასუხი და არ გავავრცელო დეზინფორმაცია"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი