გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 307 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ ექვსი პაციენტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 29 341 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 964, პისიარტესტით – 10 377.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,43 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,6 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,89 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა – 26, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 22, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 9, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.