დიდაჭარა-საციხური-გელაურას გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

25 მარტი 2021, 21:11 1594 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

მეწყრული პროცესის მოცულობიდან გამომდინარე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების და შუახევის მუნიციპალიტეტში ცხემლისი-დარგულას, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების საავტომობილო გზებზე.

უწყების ცნობით, ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემოვლითი გზებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი