კირნათი ჰესთან მიწის მასა ჩამოიშალა

19 სექტემბერი 2020, 15:09 1837 ნახვა

სტიქიამ პრობლემები შექმნა ხელვაჩაურშიც. რის გამოც  საგანგებო შტაბიც შეიქმნა. უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა. როგორც  მერიაში აცხადებენ, კირნათის ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის დიდი მასის ჩამოწოლის შედეგად გადაიკეტა კირნათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებთან მისასვლელი გზა.

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში